თეიმურაზ მურღულია თურქეთის სატყეო და წყლის რესურსების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია საქართველოსა და თურქეთს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით თურქეთში, ქალაქ ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკის სატყეო და წყლის რესურსების მინისტრის მოადგილეს ლუთფი აქჩას შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მტკვარის ჰიდროლოგიური რეჟიმიების მართვის საკითხები განიხილეს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაცული იქნება მინიმალური ეკოლოგიური ხარჯის პრინციპი, ასევე თურქეთის მიერ მოხდება ქართული მხარის ინფორმირება არსებული ჰესების წყალგაშვების შესახებ.
შეხვედრაზე ასევე სატყეო რესურსების მდგრადი მართვის სფეროში მიმდინარე საკითხები განიხილეს.
თეიმურაზ მურღულიამ თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა ამ სფროში აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის, ასევე, მხარი დაუჭირა ბატონი აქჩას იდეას რეგიონულ პროექტებში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წელს თურქული მხარე საპასუხო ვიზიტით საქართველოს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები