13 იანვარი
10:00
“რადისონში” საქართველოს ეროვნული საინვესტიციო საგენტოსა და ესტონეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმზე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სოფლის მეურნეობის სექტორში საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაციას წარადგენს.
10:00
NEW
„რედისონში“ ქართულ–ესტონური ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს და ესტონეთის პრემიერ–მინისტრები დაესწრებიან.
10:30
„კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი ვახტანგ მაისაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ისლამური ხალიფატის საფრთხეები და მუქარა – რა საფრთხეები არსებობს საქართველოში და გლობალურად. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
10:30
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგლა აგულაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
“პირველ პრესკლუბში” „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საქართველოს უსაფრთხოების საკითხი საფრანგეთში განვითარებული მოვლენების ფონზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
„დანკინდონატსი“ საქართველოში „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად პირველ რესტორანს გახსნის. მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. №36ა (№55 სკოლასთან)
11:00
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ტერაქტების საფრთხე საქართველოში და ისლამიზმი. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23, საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
NEW
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
11:30
“პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ პრეკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2013 წელს გასული წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით თითქმის სამჯერ გაუმჯობესდა. მისამართი: წერეთლის გამზირი №116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა 557 75 65 33
12:00
“პირველ პრესკლუბში” „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საქართველოს უსაფრთხოების საკითხი საფრანგეთში განვითარებული მოვლენების ფონზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო კორპუსში დაიწყებს. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი გაეცნობიან. მისამართი: გურამიშვილის გამზირი #17
12:30
„ივერიონის“ პრესკლუბში მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მისამართი: კოსტავას 6, პირველი სადარბაზო, მე-3 სართული
13:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე, დედოფლისწყაროში, დიდი შირაქის ველზე მდებარე არქეოლოგიურ ობიექტს – „დიდნაურის ნაქალაქარს“ დაათვალიერებენ.
17:00
საქველმოქმედო ოგანიზაცია “თბილი სამყარო” ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ლილე ჩხეტიანის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას გამართავს, რომელშიც ხელოვანები, ესტრადის მომღერლები და შშმ პირები მიიღებენ მონაწილეობას.
19:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მესხეთის (ახალციხის) თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი, სპექტაკლს „ჩვენ გველის დიდება“ წარმოადგენს.