მესხეთის თეატრში სპექტაკლის -„ჩვენ გველის დიდება“ ჩვენება გაიმართება

13 იანვარს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მესხეთის (ახალციხის) თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს „ჩვენ გველის დიდება“.
მანანა ბერიკაშვილის რეჟისურით დადგმული თანამედროვე მიუზიკლი „ჩვენ გველის დიდება“, პროფესიული ქართული თეატრის აღდგენიდან 165-ე და მესხეთის თეატრის დაარსებიდან 140-ე წლისთავს ეძღვნება. საქველმოქმედო სპექტაკლიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მესხეთის (ახალციხის) თეატრს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები