გაზის გაჟონვის შედეგად 26 წლის მამაკაცი დაიღუპა

ბუნებრივი აირის წყლის გამაცხელებლიდან გაზის გაჟონვის შედეგად 26 წლის მამაკაცი დაიღუპა – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
უბედური შემთხვევა გუშინ, ქალაქ რუსთავში მე-19 მიკრორაიონის №6 კორპუსში მოხდა. „კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილი გიგლა ჩაკვეტაძეა. შემთხვევის დროს, ინტოქსიკაცია ჩაკვტაძის დედამ, ჯანეტა სიმონოვამაც მიიღო.
გარდაცვლილის დედა კი მკურნალობის კურსს “აზოტის” საავადმყოფოში გადის.
მეზობლების თქმით, გაზის წყლის გამაცხელებელი ოჯახის წევრებმა კუსტარულად თავად დაამონტაჟეს.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სსკ-ს 240 -ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები