რუსეთი უკრაინას ვალს სთხოვს
რუსეთმა უკრაინას 3 მილიარდი დოლარის ოდენობით სახელმწიფო ვალის დაბრუნება შესაძლოა ვადაზე ადრე მოსთხოვოს. როგორც ცნობილია, საუბარია ვლადიმერ პუტინსა და ვიქტორ იანუკოვიჩს შორის 2013 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც, რუსეთს უკრაინისგან 15 მილიარდის ევრო-ობლიგაცია უნდა შეესყიდა.
აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, პირველი ტრანში, 3 მილიარდი დოლარის ოდენობით, რუსეთმა 2013 წელს განახორციელა, თუმცა 2014 წლის დასაწყისში პრეზიდენტ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ ეს შეთანხმება დაირღვა, რის შედეგადაც რუსეთმა დარჩენილი ობლიგაციების მიღება ვეღარ შეძლო.