საფრანგეთის შსს: საფრთხე უწინდებურად მაქსიმალურია

საფრანგეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა და ხელისუფლებამ ელისეის სასახლეში საგანგებო სხდომა ჩაატარეს. სხდომის შედეგად გაირკვა, რომ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის დონე უახლოესი კვირეების მანძილზე არ შემცირდება.
„ჩვენ ნებისმიერი რისკისგან კვლავ არ ვართ დაცულები. სწორედ ამიტომ, ანტიტერორისტული გეგმა Vigipirate, რომელიც მაქსიმალურ დონემდე ავიდა, უახლოესი კვირების მანძილზე იმოქმედებს“, – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა ბერნარ კაზნევმა.
მინისტრის განცხადებითვე, უსაფრთხოების ყველა ზომაა მიღებული, პოლიციის თანამშრომელბის გარდა ამ პროცესში ასევე სამხედროები ჩაერთვებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები