10 იანვარი

11:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე კახა ძაგანია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „ტექდათავლიერება“ და ტრანსპორტის სავალდებულო დაზღვევა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:30
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პოლიტოლოგი ნიკოლოზ ჩიტიძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23, საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ჩვენი გზის“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ ბჟანია – ბაგრატიონი, პენსიონერებისა და რკინიზგის თემასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
13:00
NEW
“ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციაცია” სასჯელაღსრულების სამინისტროსთან აქციას გამართავს, მოთხოვნით, არ გააუქმონ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლი, რომელიც ე.წ. ,,უდოს კომისიას ეხება (პატიმრების პირობით ვადამდე გათავისუფლება).საკონტაქტო ნომერი :598 54 94 84
17:00
“თავისუფალი თაობა” “იდენტობის” ოფისთან მოთხოვნით აიკრძალოს ექსტრემისტული ორგანიზაცია “იდენტობა” და ხელები შორს ჩვენი სარწმუნოებისაგან, აქციას გამართავს. შეკრების ადგილი რუსთაველის მეტრო: (იდენტობა მდებარეობს სუპერ მარკეტი ზემელის თავზე) საკონტაქტო ნომერი: 571 80 00 02

19:00
NEW
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ემიგრანტებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება, სადაც რეჟისორ ზაზა ნანობაშვილის მიერ ქართველ ემიგრანტებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის “დაბრუნდებიან” პრემიერა იქნება წარმოდგენილი.
20:00
NEW
“ბიბლუს გალერი” ოფიციალურად გაიხსნება. მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. №7 საკონტაქტო პირი: თათა დგებუაძე 599 22 22 73

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები