„პარიზში ტერაქტის მომწყობი ექსტრემისტები ანალოგები არიან იმ ხალხისა, რომლებიც ჩვენს პატრიარქს შეურაცხყოფენ“

საფრანგეთში, ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაში მომხდარ ტერაქტს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დიასპორის საკითხებში სანდრო ბრეგაძე გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ის ექსტრემისტები, რომლებმაც პარიზში დანაშაული ჩაიდინეს, ანალოგები არიან იმ ხალხისა, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ მართლმადიდებლურ რწმენას.
„ის ექსტრემისტები, რომლებმაც გუშინ პარიზში ფრანგების წინააღმდეგ გაუგონარი სისასტიკის დანაშაული ჩაიდინეს, ანალოგები არიან იმ ხალხისა, რომლებიც ჩვენთან შეურაცხყოფას აყენებენ მართლმადიდებლურ რწმენას, ეკლესიას და პატრიარქს. ისინი ერთნაირი ექსტრემისტები არიან, რადგან მათთვის ერთნაირად მიუღებელია ყველაფერი, რაც ქრისტიანობასთან ასოცირდება, ამიტომ ეს ვინმე ვაჭარაძე თამამად შეიძლება ჩავწეროთ ქრისტიანობის წინააღმდეგ მებრძოლ ექსტრემისტ-ტერორისტთა რიგებში!”- წერს ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები