რაზე ფიქრობდა გუდაურში ჩარჩენილი რომან გოცირიძე?

ექსპერტი რომან გოცირიძე, რომელიც დიდთოვლობის გამო რამდენიმე დღით გუდაურში ჩარჩა, მთავრობის წევრებს მიმართავს. მისი თქმით, მაღალმთიან რეგიონებში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა. გოცირიძე მთავრობის წევრებს მოუწოდებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სესხი მიეცეს, რათა მათ კოოპერატივები ჩამოაყალიბონ. მისი თქმით, ისინი სპეცტექნიკას შეიძენენ და ხალხს პრობლემას მოუგვარებენ.
„დიდთოვლობამ გუდაურში ჩამკეტა. რაზე უნდა მეფიქრა მოცლილს, თუ არა ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე? ასამდე თოვლში ჩავარდნილი მანქანა მარტო ჩემი ფანჯრიდან დავინახე. მხოლოდ საკუთარი ხელებისა და “დადებითი გამვლელის” იმედად არიან გაჭირვებაში ჩავარდნილები.
მიეცით სესხი ადგილობრივ მაცხოვრებლებს, შექმნან კოოპერატივი თუ ინდსაწარმო. შეიძინონ სპეცტექნიკა, მობილური კავშირები და სამუშაო ადგილებსაც შექმნიან და ხალხსაც პრობლემებს მოუგვარებენ.
არადა, თავს იწონებენ ათასნაირი იაფი სესხის პროგრამებით. ეს ბაკურიანსაც ეხება, მესტიასაც და მრავალ სხვა ადგილსაც.
p.s. ამ სურათზე ნაჩვენები ისტორია წარუმატებლად დამთავრდა. “დადებითი გამვლელი” ტროსი არ იყო გათვლილი ამ სიმძიმეზე და გაწყდა. ბევრმა “უარყოფითმა გამვლელმა” ჩაუარა. ნიჩაბი უნდა გადავუგდო ფანჯრიდან. ვეჭვობ, უშველოს“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

10913149_886998997989261_453609377_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები