„ნაფიცი მსაჯულები საქართველოში აბსოლუტურად არასწორი ინსტიტუციაა“

„ადრეც მიმაჩნდა და ახლაც ვთვლი, რომ ნაფიცი მსაჯულები საქართველოში აბსოლუტურად არასწორი ინსტიტუციაა“,- აღნიშნული განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ფოფხაძის განცხადებით, პატარა ქვეყანაში, სადაც ყველა ყველას იცნობს და ყველა ახლობელია, შეიძლება მართლმსაჯულება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
„ადრეც მიმაჩნდა და ახლაც ვთვლი, რომ ნაფიცი მსაჯულები საქართველოში აბსოლუტურად არასწორი ინსტიტუციაა. რა ცუდი სასამართლოებიც არ უნდა გვქონდეს, რა დისკრედიტებული მოსამართლეებიც არ უნდა გვყავდეს და როგორი ცუდი მოსაგონებელიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულების წარმომადგენელთა ქცევა, ასეთი ინსტიტუციით ჩვენ მართლმსაჯულებას ვერ გადავარჩენთ. ეს არის იგივე, რაც პილატემ გააკეთა, როდესაც იესო და ბარაბა შესთავაზა ხალხს და თქვა: „თქვენ გადაწყვიტეთ, ვინ არის დამნაშავე ამათ შორის“. მე მიმაჩნია, რომ ხალხი ყოველთვის ბარაბას სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. პატარა ქვეყანაში, სადაც ყველა ყველას იცნობს და ყველა ახლობელია, შეიძლება მართლმსაჯულება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები