„ჩხრეკა მხოლოდ სასამართლოს სანქციით უნდა მოხდეს“

„გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სამართალდამცავთა მხრიდან სანქციის გარეშე ჩატარებული ჩხრეკა ადამიანის უფლებებს დაარღვევს“,- აღნიშნული განცხადება პარტია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, პოლიციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც სამართალდამცავებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში საშუალებას მისცემს, ორდერის გარეშე აწარმოონ ჩხრეკა, ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
„ხელისუფლებისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ ვითარებაში მათ ნებისმიერი დახურულ სივრცეში შეეძლებათ ჩხრეკის ჩატარება და თქმა იმისა, რომ ის იყო აუცილებლობით განპირობებული. ისმის კითხვა, რატომ არ შეიძლება ყველაფრის წინასწარ სანქცირება სასამართლოს დონეზე. სასამართლოა ის ერთადერთი ორგანო, რომელმაც ადამიანთა სამოქალაქო უფლებებში შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამიტომ ჩხრეკა მხოლოდ სასამართლოს სანქციით უნდა მოხდეს. ამით შეიძლება ადამიანთა უფლებების არაერთგზის დარღვევასთან გვქონდეს საქმე“,- განაცახდა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები