ირაკლი ღარიბაშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდა (ვიდეო)

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ეფექტური იმპლემენტაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული საფრთხეები – ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შეხვედრის ძირითადი თემები.
ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერიკა მოგერინის მიაწოდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის შემდეგ, „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ ხელშეკრულების ხელმოწერას რუსეთი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთანაც გეგმავს და ამ საკითხზე ევროკავშირის უმაღლესი პირების მკაფიო პოზიცია უმნიშვნელოვანესია.
მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში მოიწვია და ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც ხელისუფლება ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით ახორციელებს.
პრემიერის განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპამ გადადგას კონკრეტული ნაბიჯი და ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დადებითად გადაწყდეს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი პროცედურების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში საქართველო რიგის სამიტზე წარმატებული მაგალითი გახდება.
პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის უმაღლეს წარმოამდგენელს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს.
ირაკლი ღარიბაშვილისა და ფედერიკა მოგერინის შეხვედრა საერთაშორისო კონფერენციის – „ევროპის განვითარების წელი“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც რიგაში დღეს გაიხსნა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=sWYxe9HhVwg” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები