ყაზბეგში ჩარჩენილი რუსეთის მოქალაქეები ფედერაციის ტერიტორიაზე გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყაზბეგში ჩარჩენილი რუსეთის მოქალაქეები ფედერაციის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამასთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონში მცხოვრები მცირეწლოვანი გაბრიელ კობაიძისთვის ოჯახს აუცილებელი მედიკამენტი მიაწოდეს.
დიდთოვლობის გამო ამ დროისთვის შექმნილია საგანგებო საკოორდინაციო შტაბი გუდაურსა და სტეფანწმინდაში. გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს. თათბირზე დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას განიხილავენ. თათბირს ესწრებიან შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი. ასევე გუდაურში იმყოფება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი.
გაწმენდილია გზა გუდაურის მიმართულებით. ცალმხრივი მოძრაობა აღდგა მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, დღის ბოლომდე ამ მიმართულებით ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები