ჯვრის უღელტეხილზე დაკარგული ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ჯვრის უღელტეხილზე დაკარგული ორი ლატვიელი ტურისტის შველა ამ დრომდე ვერ ხერხდება. თუმცა შსს-ს სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილის დავით შათირიშვილის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, ტურისტებს საკვები და კარავი გააჩნიათ.
„ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია ორი ლატვიელის გამოსაყვანად, რომლებიც გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩარჩნენ თოვლში და ვეღარ ახერხებენ გადაადგილებას. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მობილიზებულები არიან გუდაურში, მაგრამ რთული მეტეოროლოგიური ვითარების გამო ჯერჯერობით ვერ ხერხდება სტიქიის ზონაში შესვლა. ჩვენ გვქონდა მათთან სატელეფონო კონტაქტი, მათ გაშლილი აქვთ კარავი, გააჩნიათ საკვები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა შათირიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები