როდის შეწყდება ნალექიანი ამინდები საქართველოში – გრძელვადიანი პროგნოზი

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდები 10 იანვრამდე შენარჩუნდება, 10 იანვრიდან კი უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, თუმცა ჰაერის ტემპერატურა დაეცემა. ამის შესახებ „კვირას“ ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, ძლიერი ქარი დღის ბოლომდე შენარჩუნდება. თბილისში ასევე მოსალოდნელია მცირე თოვლი.
„დღეს მთელს საქართველოში შენარჩუნდება ნალექი, თბილისში დროგამოშვებით მოსალოდნელია თოვლი. დასავლეთ საქართველოში თოვს თითქმის ყველგან, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – მთებში და მაღალ მთებში. ამ წუთებში თოვს გორში. დღესვე თბილისში შესაძლებელია მცირე თოვა, დროგამოშვებით. შენარჩუნდება არამდგრადი ამინდი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ძლიერი ქარი კი დღის ბოლომდე იქროლებს. ხვალიდან შესუსტდება ქარი. ასევე ნალექი შეწყდება დასავლეთისა და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში. თოვლის ინტენსვობა შესუსტდება მთებში და მაღალ მთებში. 10 იანვრიდან მთელს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი და ტემპერატურის მკვეთრი დაცემა“, – განმარტავენ ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოში. მათივე ინფორმაციით, 10 იანვრიდან დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე ღამით ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაეცემა, მთებში -15, მაღალ მთებში კი -20 გრადუსამდე ტემპერატურა იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში -8 გრადუსამდე დაეცემა ჰაერის ტემპერატურა, თბილისში – 6-მდე. შიდა ქართლში კი -3 გრადუსამდე დაეცემა. აღმოსავლეთის მთებში -16, მაღალ მთებში -22 გრადუსამდე ტემპერატურა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები