სირიაში ქიმიური იარაღის საწარმოო ობიექტებს ანადგურებენ

სირიაში ქიმიური იარაღის საწარმოო ობიექტების განადგურების პროცესი დაიწყო. „ბი-ბი-სის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს პროცესი 6 თვის მანძილზე გაგრძელდება. ოპერაციის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს განიარაღების საკითხებზე მომუშავე მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის უმაღლესმა წარმომადგენელმა ანგელა კეინმა განაცხადა. დახურული შეხვედრის დასრულებისას კეინმა დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ ქიმიური იარაღის წარმოების 12 ობიექტის, მათ შორის მიწისქვეშა ნაგებობების განადგურების პროცესი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოსთვის დასრულდება.
„ლიკვიდაციის პროცესი უკვე დაიწყო. პირველი ობიექტი ამ თვეში განადგურდება“, – განაცხადა შეხვედრაში მონაწილე ერთ-ერთმა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები