7 დეკემბერი
11:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, 2008 წლის 9 აგვისტოს ომში დაღუპული სახმელეთო ჯარების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41–ე ბატალიონის მეთაურის შალვა დოლიძის ოჯახს ეწვევა და შობა-ახალ წელს მიულოცავს. მისამართი: შავი ზღვის ქუჩა N11, ბინა 22, I სადარბაზო
11:00
NEW
ქალაქ თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, ნაძვის ხეების ფესტივალი დაიხურება. ღონისძიებაზე გამოვლინდება გამარჯვებული ნაძვის ხე. მისამართი: ერეკლე II-ს ქუჩა. (შარდენის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია)
12:00
თბილისის იუსტიციის სახლი, ცენტრალურ დარბაზში, გრანდიოზულ ნაძვის ხესთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ 100-მდე ბავშვს საახალწლო ზეიმზე უმასპინძლებს.
13:00
რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას საბავშვო სპექტაკლზე „ჯადოსნური ღამე“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, დროებით გამყოფ ხაზთან მდებარე ქარელის რაიონის სოფელ ატოცის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მოიწვევს და მათთან ერთად სპექტაკლს დაესწრება. მისამართი: რუსთაველის გამზირი №17
14:30
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს წევრები, დედაქალაქის მერი და მისი მოადგილეები ალილოს საშობაო მსვლელობას თავისუფლების მოედანზე საკრებულოს შენობასთან შეუერთდებიან და მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ამანათებს გადასცემენ.
14:30
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის წევრები ალილოს სადღესასწაულო მსვლელობას შუერთდებიან. თბილისი, პარლამენტის სასახლე, რუსთაველის №8
08 იანვარი
11:30
“პირველ პრესკლუბში” „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ ხელმძღვანელი გრიგოლ გაგნიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ხარვეზები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ანი მიროტაძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22