გურჯაანში 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს
გურჯაანის რაიონში 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მაღაზიის ძარცვის მცდელობისთვის მეპატრონემ დაჭრა. ის გურჯაანის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.