„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2015-2016 წლები უფრო წარმატებული იყოს”

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2015-2016 წლები იყოს უფრო წარმატებული, ვიდრე იყო 2014 წელი – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. როგორც ხადურმა აღნიშნა, 2015 წელი ისევე როგორც ყველა წელი, საარჩევნო დაპირებების შესრულების წელი იქნება.
„2015 წელი, ისევე როგორც ყველა წელი, ჩვენი საარჩევნო დაპირებების შესრულების წელია. პენსია იქნება საარსებო მინიმუმზე მაღალი, ეკონომიკა გააგრძელებს ზრდას და, რაც მთავარია, მთავარი გარემო და გამოწვევა იქნება ის, რომ ეკონომიკის განვითარებაში წამყვანი უნდა იყოს კერძო სექტორი. მე მინდა ვთქვა, რომ 2014 წლის ბიუჯეტი და, ზოგადად, ეკონომიკა იყო იმ პარამეტრებში, რასაც ჩვენ ვპროგნოზირებდით, ანუ საუბარია იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება მინიმუნ 5%. ბიუჯეტი შესრულდება ყველა მიმართულებით, მათ შორის ხარჯვითი თვალსაზრისითაც. ვფიქრობ, რომ წლის ბიუჯეტმა და მიმდინარე წელმა აჩვენა ის პერსპექტივები, რომელიც საქართველოს ზოგადად აქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2015-2016 წლები იყოს უფრო წარმატებული, ვიდრე იყო 2014 წელი. თუმცა უნდა ითქვას, რომ 2014 წელი იყო გამონაკლისი, როცა ბიუჯეტი შესრულდა. არცერთ სხვა წინა წელს ბიუჯეტი არ შესრულებულა. ჩვენ არ შეგვიტანია ცვლილებები ბიუჯეტში და, მიუხედავად ამისა, ბიუჯეტის ყველა პარამეტრი შესრულებულია“,- განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები