ავტოსაგზაო შემთხვევა რუისთან მსხვერპლით დასრულდა

რუისის საავტომობილო მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მიმდებარედ, ხილის მოვაჭრეთა დახლებში შევარდა.
აღნიშნულის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო 62 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები