შს მინისტრის ინიციატივით საახალწლო ზეიმი გაიმართა

31 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, სამინისტროს თანამშრომლების ოჯახის წევრებისათვის საახალწლო ზეიმი გაიმართა.
ზეიმზე ბავშვებს „ბასტი-ბუბუს“ წარმოდგენა „ბურატინო“ აჩვენეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სცენაზე საპატრულო მოტოციკლეტი გაიყვანეს და ბავშვებს დაათვალიერებინეს.
საახალწლო ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ, ღონისძიებაზე დამსწრე 6700 ბავშვს შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამინისტროს წარმომადგენლებმა „ბასტი-ბუბუს“ მსახიობ ბავშვებს ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები