“არემჯის” მუშებმა შიმშილობა შეწყვიტეს

დაბა კაზრეთში, კომპანია “არემჯის” მუშებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს. “არემჯი”-ის ცნობით, აქციის მონაწილეებმა ყაჩაღიანის ბროცვზე გაშლილი კარვები უკვე აიღეს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, აქციის დასრულება მას შემდეგ გადაწყდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიღებული იქნება გადაწყვეტილება არემჯისთვის საყდრის-ყაჩაღიანის N1 უბანზე საქმიანობის ლიცენზიის გაგრძელების შესახებ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის გია მუშკუდიანის განცხადებით, პრემიერის გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს კომპანიას შეუფერხებლად გააგრძელოს საქმიანობა, რითაც 3000 დასაქმებულს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი.
“ეს გადაწყვეტილება რომ რომ არა 3000 ადამიანი უმუშევრად რჩებოდა. როცა საყდრის-ყაჩაღიანზე საქმიანობის შეჩერების მოთხოვნები ისმოდა, არ ვიცოდით რა გვექნა და გამოსავალს ვერ ვხედავდით, ამიტომაც დავიწყეთ ეს საპროტესტო აქციები და შიმშილობა. ჩვენდა საბედნიეროდ საკითხი დადებითად გადაწყდა. მადლობა პრემიერს, რომ ესმის ჩვენი პრობლემები, ჩვენი წარმოების მნიშვნელობა და პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა მუშკუდიანმა.
აქციის მონაწილეთა თქმით, მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მთელი დაბა ახალ წელს იმედიანად ხვდება. მათი თქმით, თუ სამომავლოდაც გაჩნდება კომპანიის საქმიანობის გაჩერების საფრთხე, ისინი მზად არიან კვლავაც დაიცვან საკუთარი სამუშაო ადგილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები