საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადრიატიკის ზღვაში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო თანაუგრძნობს ბორან “ნორმან ატლანტიკზე” გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს ახლობლებს და საქართველოს ეკლესიას.
“საგარეო საქმეთა მწუხარებას გამოთქვამს ადრიატიკის ზღვაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც, ბოლო მონაცემებით 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არის ქართველი სასულიერო პირი დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ილია კარტოზია. საგარეო საქმეთა სამინისტრო უთანაგრძნობს ბორან “ნორმან ატლანტიკზე” გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, საქართველოს ეკლესიას. აქვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ ქვეყნის მთავრობასა და შესაბამის სამსახურებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სამაშველო ოპერაციაში, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ბორან “ნორმან ატლანტიკზე” მყოფი მგზავრების ნაწილის გადარჩენა, მათ შორის შვიდი საქართველოს მოქალაქეა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები