დავით სუჯაშვილი მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს

კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს.
დავით სუჯაშვილი თითოეულ ოჯახს სიხარულს, სიკეთეს და ბედნიერებას უსურვებს.
“გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს. ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ერთობა, კეთილდღეობა, მშვიდობა და წინსვლა. ახალ წელიწადს მოეტანოს ხვავი და ბარაქა ქართულ მიწაზე, სიხარული, ბედნიერება და სიკეთე ყველა ოჯახში.
გასული წელი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების განხორციელების წელი. ჩვენი სამშობლო თანდათანობით იმკვიდრებს მისი დიდი წარსულისა და უკეთესი მომავლის ღირსი ქვეყნის ადგილს ევროპულ ოჯახში. 2015 წელი ყოფილიყოს ახალი წარმატებებისა და გამარჯვებების მომტანი ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და თავისუფალი, დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, რომლის მონაწილეც თითოეული ჩვენგანი იქნება.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და მრავალს დაგასწროთ“, – ნათქვამია მისალოც ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები