გიორგი მღებრიშვილი: საახალწლოდ 255 მსჯავრდებული გათავისუფლდება

საახალწლოდ 255 მსჯავრდებული გათავისუფლდება, მათ შორის 3 ქალია, 5 მსჯავრდებული კი გადაყვანილი იქნება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომლის დროსაც უწყების თანამშრომლები დააჯილდოვეს.
„გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში მიიღეს მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათი, სასჯელის მოხდის პერიოდში მათი ქცევა, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა, სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართულობა და ა.შ.”, – განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა.
მისივე განმარტებით, სასჯელაღსრულების სამინისტრო ადგილობრივ საბჭოებთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დამყარებული იყო სამართლიანობის პრინციპზე, რაც გულისხმობს უპირატესობის მინიჭებას სწორედ იმ მსჯავრდებულთათვის, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ სარეჟიმო მოთხოვნების დაცვით და გამოირჩეოდნენ ფსიქოსარეაბილიტაციო პროგრამებში აქტიური ჩართულობით, ასევე – გაცნობიერებული აქვთ ჩადენილი დანაშაულის შედეგად დამდგარი პასუხისმგებლობა. მინისტრმა გათავისუფლებულებს და მსჯავრდებულებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები