თეა წულუკიანი: 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს შესაგებელი 100- გვერდიანია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს შესაგებელი 100- გვერდიანია. მისივე განმარტებით, შესაგებლის სტრასბურგის სასამართლოსთვის წარდგენა ამ წუთებში მიმდინარეობს და პროცესი დღის ბოლომდე გაგრძელდება. “ეს არის 100- გვერდიანი შესაგებელი, 180-მდე დანართით და სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე მათი ატვირთვა სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს. შესაგებლის და დანართების წარდგენა დღის ბოლომდე დასრულდება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, იუსტიციის მინისტრის თქმით, გამარჯვების მოლოდინი ყველა მხარეს აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები