მიხეილ სააკაშვილი პატარებს დაჰპირდა, რომ საქართველოში მალე ჩამოვა

 

  მიხეილ სააკაშვილი პატარებს დაჰპირდა, რომ საქართველოში მალე ჩამოვა, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ი ს ეთერში სკაიპით ჩართვისას აღნიშნა.
მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ბავშვებისთვის საახალწლი ზეიმი გაიმართა. პატარებს სანტა კლაუსმა საჩუქრები და ტკბილეული დაურიგა. ბავშვებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
“ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებული, ძალიან ლამაზი, ძალიან გამორჩეული ქვეყანაა, რომელსაც აქვს დიდი მომავალი. საქართველოს აქვს მომავალი მის ახალ თაობასთან, თქვენთან ერთად. თქვენ, ჩვენ და ჩვენი ქვეყანა ერთად, მოვახდენთ ნამდვილ სასწაულებს და ყველაფერს მივიყვანთ საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენი ქვეყნის გამარჯვებამდე და თქვენს გამარჯვებამდე, ბავშვებო. ახლა საჩუქრების დარიგების დრო დადგა. მე მინდა ჩემს კოლეგას, თოვლის ბაბუას ვთხოვი ადგილზე დაარიგოს საჩუქრები, რომელიც თქვნთვის მომზადდა. თქვენც და დანარჩენებსაც გისურვებთ ბედნიერ დამდეგ ახალ წელს”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პატარებმა ყოფილ პრეზიდენტს ჰკითხეს როდის ჩამოვა, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ ძალიან მალე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები