გიორგი მღებრიშვილმა მსჯავრდებულს გათავისუფლება პირადად მიულოცა

  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ვიზიტისას, ერთ-ერთ მსჯავრდებულს არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ, პირადად ამცნო.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა პირობით ვადამდე გათავისუფლებულს ბედნიერი და ღირსეული მომავალი უსურვა.
მათივე ინფორმაციით, დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად არასრულწლოვნებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები