„თამამად შემიძლია გითხრათ, რომ საერთოდ არ ვუყურებ რუსულ არხებს“

შემიძლია თამამად გითხრათ, რომ რუსულ არხებს საერთოდ არ ვუყურებ – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, უნდა აიკრძალოს თუ არა საქართველოში რუსული არხების ჩვენება.
“ზოგიერთ ქართულ არხსაც კი არ ვუყურებ. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, ეს არის ბოლშევიკური ფორმა, როცა ვიღაცა თავის ხალხს არ ენდობა და მოსახლეობას უკრძალავს რას უყუროს და რას არა. ვთვლი, რომ ეს ყოველი მოქალაქის გადასაწყვეტია, რას და როდის უყუროს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები