კახა კალაძე: გასული ორი წლის განმავლობაში უამრავი პროექტი და რეფორმა განხორციელდა

გასული ორი წლის განმავლობაში უამრავი პროექტი და რეფორმა განხორციელდა – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
თუმცა, მისი თქმით, ქვეყანაში ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა, რომელთა დასაძლევადაც მომდევნო წელს მრავალი სამუშაო იქნება ჩასატარებელი.
„შეცდომებიც იყო და წარმოუდგენელია, უშეცდომო ადამიანი მაშინ, როცა ასეთ მნიშვნელოვან საქმეებს ვაკეთებთ და მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ. მთავრობის მუშაობის ამ 2 წელს მე დადებითად შევაფასებ. სამინისტროებსა და მინისტრებზე არ დავკონკრეტდები. მათი მუშაობა, ალბათ, ექსპერტებმა უნდა შეაფასონ. ამასთან, ვფიქრობ, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, მოსახლეობას ძალიან უჭირს, მძიმე სოციალური ფონია და იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო შევუმსუბუქოთ, 2015-ში ძალიან ბევრი სამუშაო იქნება ჩასატარებელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები