„ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებები გადაჭარბებულია“

ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებები გადაჭარბებულია – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
“ოპოზიციის შეფასებები არის გადაჭარბებული. შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტი შესრულებულია. ხარჯვით ნაწილში, რამდენადაც მე ვიცი, პატარ-პატარა დანაკლისი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში, ძალიან კარგი შედეგია წლევანდელი წლისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ ტენდერში გვაქვს თანხის დანაზოგი”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები