საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა ალექსანდრე ჭიკაიძეს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის წინაშე 2014 წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიშით წარდგა.
სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიში მოიცავდა დეპარტამენტის მიერ 3 ძირითადი მიმართულებით (ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, დონორთა კოორდინაცია და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა) გაწეულ სამუშაოს და მიღწევებს.
საკითხებს შორის იყო: ვიზა – ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP), ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა, NATO-ს დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP) თანამშრომლობის არეალების გაფართოება, ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში შსს–ს კომპეტენციაში შემავალი საკითხების კოორდინაცია და სხვა.
„2014 წლის განმავლობაში დეპარტამენტის ჩართულობით ინიცირებული და მიმდინარეა 17 პროექტი. 2010-11 წლებთან შედარებით მოზიდული დაფინანსების საერთო მოცულობა 7-ჯერ და მეტად არის გაზრდილი. პროექტებისა და თანამშრომლობის ფარგლებში გადამზადდა 2195 სამართალდამცავი.
საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებით 2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააფორმა 11 ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და პოლიციის, რეადმისიის, საგანგებო სიტუაციების მართვის და საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის სფეროში თანამშრომლობას მოიცავს.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინაციით განხორციელდა შს მინისტრის ორმხრივი ვიზიტები დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, სომხეთსა და ლატვიაში, ასევე გაიმართა მაღალი თანამდებობის პირთა სამუშაო შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები