მთავრობის წევრებმა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა მოსახლეობას ანგარიში ჩააბარეს

მთავრობის 2  წლის და გუბერნატორის 1 წლის ანგარიშის გარდა, მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობამ 2015 წლისთვის დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიიღო ინფორმაცია. როგორც გუბერნატორმა მოსახლეობათან შეხვედრაზე აღნიშნა, 2013-2014 წლებში რეგიონში 68 მლნ ლარის ღირებულების 39 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. საავტომობილო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში 64 მლნ ლარის ღირებულების 25 პროექტი; წყალმომარაგება-კანალიზაციის მსენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში 2,7 მლნ ლარის ღირებულების 6 პროექტი; მყარი ნარჩენების მართვის ფარგლებში 240 ათასი ლარის ღირებულების 3 პროექტი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსის გიორგი როინიშვილის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს 62,1 მლნ ლარის ღირებულების 15 ინფრასტრუქტურული პროექტი, საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში 55,6 მლნ ლარის ღირებულების 11 პროექტი. წყალმომარაგება-კანალიზაციის მსენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარეობს 2,1 მლნ ლარის ღირებულების 2 პროექტი. 2015 წელს დაგეგმილია 4,1 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტის და 13 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვალერი კვარაცხელიას ინფორმაციით, მცხეთა-მთაინეთის რეგიონს გადაეცა სასწრაფო-დახმარების 12 ახალი ავტომობილი – 10 მაღალი და 2 საშუალო გამავლობის. გაიხსნა 7 ახალი ამბულატორია. მცხეთა-მთიანეთში 50 სოფლის ექიმი და 64 ექთანია, რომელთა დაფინანსება 1 მაისიდან 30%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, რეგიონში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გადარიცხულმა თანხამ შეადგინა 4 694 245 ლარი. პენსია-კომპენსაციების სახით 18 552-მა ბენეფიციარმა მიიღო 33 598 244 ლარი. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ 60 ბავშვიან ოჯახს გაეწია დახმარება – საერთო თანხა 46 504 ლარი. 6 969 ოჯახმა მიიღო 11 172 012 ლარი საარსებო შემწეობის სახით. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ყოველ მესამე დაბადებულ ბავშვზე რეგიონში გაიცა 19 950 ლარი. C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში 8 ბენეფიციარმა 60%-იანი ფასდაკლებით უკვე შეიძინა 104 ფლაკონი პეგილირებული ინტერფერონი, დაიზოგა 31 839 ლარი.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გოჩა ცოფურაშვილის განცხადებით, “მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის” ფარგლებში 14 163 ბენეფიციარზე გცემულია 1,1 მლნ ლარი, დამუშავებულია 9 789 ჰა მიწის ფართობი. “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში გაცემულია 6,9 მლნ ლარი. თანადაფინანსების პროქტით დაფინანსებულია 2 ბიზნეს პროექტი, რომლის ღირებულება 1 021 955 დოლარი. აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამის ფარგლებში პოლისების რაოდენობაა 23, სადაზღვევო ლიმიტი 874 379 ლარი, სადაზღვევო პრემია 69 860 ლარი. 2013-14 წლებში სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის ღონისძიებებზე დახარჯულია 6 405 467 ლარი; 2015 წელს ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხების მოწესრიგებასა და ნარეკვავის წყალსაცავის კაშხლის და კატასტროფული წყალსაგდების აღდგენა-რეაბილიტაციაზე – 2 381 780 ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა,წილკანში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიშთა გამოცდის სანერგეში დაითესა საშეოდგომო ხორბლის 55 ახალი ჯიშის, ქერის 3, ჭვავის2, ტრიტიკილეს 1 ჯიში .
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, 2013-14 წლებში განხორციელდა 3,303-ზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება, 4,546-ზე მეტ აბონენტს თანამედროვე ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდა. განხორციელდა 4 სოფლის ელექტროფიცირება. ექსპლუატაციაში შევიდა 2 ჰიდროელექტროსადგური, რმლეთა მთლიანი საინვესტიციო ღირებულებამ შეადგინა 31,004,000 აშშ დოლარი.
რაც შეეხება განათლებას, გუბერნატორის ნუგზარ ყიფიანის განცხადებით, 2013 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რეაბილიტირდა 47 სკოლა, ხოლო 2014 წელს 5 საჯარო სკოლა. გარდა ამისა, შესწავლილ იქნა 1 საჯარო სკოლის ავარიულობა, მზადდება პროექტი და სამუშაოები დაიწყება 2015 წელს. დასრულდა სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლების მშენებლობა და მიმდინარეობს სოფელ წილკანის საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც დასრულდება მიმდინარე წლის დეკემბერში. 50 სკოლის 2 021 მოსწავლეს უფასო სასკოლო ტრანსპორტი ემსახურება. დაფინანსდა 1 საჯარო სკოლა და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი. თითქმის ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, სკოლების დიდი ნაწილი აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით და ჩაერთო ინტერნეტის ქსელში.
კულტურის მინისტრის მოადგილის ლევან ხარატიშვილის განცხადებით, მცხეთა-მთიანეთში მიმდინარეობს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლის რეკონსტრუქცია, რომელთა შორის ყველაზე მასშტაბურია პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული მუცოს ციხის რეაბილიტაციის პროექტი. გარდა ამისა, კულტურის სამინისტრომ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა მუსიკალური ინსტრუმენტები. სამინისტროს ხელშეწყობით დაბა თიანეთში კულტურისა და დასვენების პარკი მოეწყო, გარემონტდა და აღიჭურვა კინოთეატრი. დასრულდა მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის საპროექტო სამუშაოები. სავარაუდოდ უახლოეს 2-3 წელიწადში მცხეთას ექნება თანამედროვე მუზეუმის შენობა, სადაც განთავსდება უნიკალური ექსპონატები, რომელიც ახლა საცავებში ინახება.
სახელმწიფო რწმუნების ნუგზარ ყიფიანის განცხადებით, შედგა შეთანხმება საქართველოს საპატრიარქოს, იუნესკოს, კულტურის სამინისტროსა და მცხეთის მერიას შორის, რომლის მიხედვით დაიწყება მუშაობა ქალაქ მცხეთის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე. გარდა ამისა, მცხეთაში 2016 წელს დასრულდება კულტურის სახლის მშენებლობა, რაც რეგიონისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება. კულტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად გასულ წელთან შედარებით, 2014 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თითქმის გაორმაგებულია. სულ ამ ორი წლის განმავლობაში კულტურის სფეროზე დახარჯულია ნახევარ მილიონ ლარამდე. ბოლო პერიოდში გაიხსნა რამდენიმე ბიბლიოთეკა და ეს პროცესი გრძელდება.
გარდა ამისა, დასრულებულია პროექტზე მუშაობა და მომავალი წლიდან მცხეთაში დაიწყება თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობა. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე 2015 წლის გაზაფხულზე ბაზალეთზე გაიმართება საქართველოს ახალგაზრდობის ფესტივალი „ოქროს აკვანი”, რომელშიც მონაწილეობას ქვეყნის ყველა რეგიონის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები