შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისთვის 86 500 ლარი გამოიყო

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროექტი 86 500 ლარით დაფინანსდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტი მოემსახურება მსჯავრდებულთა სოციალურ-ფსიქოლოგიურ ჯანდაცვას, ასევე სამართლებრივ საკითხებში დახმარებას. მისი თქმით, პროექტის მიზანია, შეწყალებული მსჯავრდებულები სრულფასოვნად დაუბრუნდნენ საზოგადოებას.
“ეს პროექტი გათვლილია რამდენიმე თვეზე. შემდგომში, უკვე გარკვეული შედეგებიდან გამომდინარე, მსჯელობა იქნება ამ საკითხზე და, ბუნებრივია, ეს პროექტი გაგრძელდება. შესაძლოა, მასშტაბებიც გაიზარდოს, ოღონდ ეს შედეგებიდან გამომდინარე იქნება”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროექტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები