რა დამსახურებისთვის მოუმატა ვანო მერაბიშვილმა სამხედრო ჩინი ეკა გიგაურს, 2007 წლის ნოემბერში?

სოციალურ ქსელში ვრცელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე ბრძანება, რომლებიც დათარიღებულია 2007 წლის 13-21 ნოემბრით. ერთ-ერთ ბრძანებას ხელს აწერს შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ივანე მერაბიშვილი. მოვალეობის შემსრულებელი და არა მინისტრი, რადგან ამ დროს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადამდგარია და, კანონის თანახმად, ყველა მინისტრი მოვალეობას ასრულებს.
როგორც ბრძანებიდან ირკვევა, სასაზღვრო პოლიციის 2007 წლის 13 ნოემბრის წერილის საფუძველზე, მერაბიშვილი ვადაზე ადრე, სასაზღვრო პოლიციის კაპიტნის წოდებას ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეს, სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს, უფროს ლეიტენანტს ეკა სიმონის ასულ გიგაურს.
შემდეგ ბრძანებას ხელს აწერს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბადრი ბიწაძე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამსახურებრივი მოვალეობის მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებისათვის პრემიებით დაჯილდოვდნენ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის, ეკა გიგაური. ბრძანება დათარიღებულია 2007 წლის 14 ნოემბრით.
ამ საკითხთან დაკავშირებით „კვირა“ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელს ეკა გიგაურს დაუკავშირდა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
როგორც „კვირას“ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნანა ლობჟანიძემ განუცხადა, ეკა გიგაური ორგანიზაციის ხელმძღვანელად 2011 წლის იანვარში დაინიშნა. მანამდე კი, ლობჟანიძის ინფორმაციით, ეკა გიგაური შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.
„ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წინასაახალწლო არდადეგები აქვს. შესაძლებელია ეკა გიგაური საზღვარგარეთ იმყოფება და სატელეფონო ზარებს სწორედ ამიტომ არ პასუხობს. არასამთავრობო ორგანიზაციას ეკა გიგაურის წოდების თაობაზე ივანე მერაბიშვილის ბრძანებასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ნანა ლობჟანიძემ.

10893353_879085395447288_870225109_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები