რუსულმა რუბლმა გაუფასურება ისევ დაიწყო



  ორშაბათს, 29 დეკემბერს – მოსკოვის ბირჟის ვაჭრობის შედეგად რუსული ვალუტა ისევ გაუფასურების გზას დაადგა. ექსპერტების აზრით, რუბლის დასუსტებას და რუბლის დეფიციტის შემცირება და ასევე მსოფლიოში დაბალ ნიშნულზე მყოფი ნავთობის ფასი განაპირობებს. ამ ინფორმაციას გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ორშაბათს სავალუტო გაყიდვებში რუბლის ექსპორტიორების შემცირების ფონზე რუბლი ზედიზედ მეორე დღეა ისევ უფასურდება. შედეგად მოსკოვის დროით 19:00 საათზე მოსკოვის ბირჟაზე აშშ დოლარი 3,17 რუბლით გაძვირდა და ამჟამად 57,17 ნიშნულზეა. რაც შეეხება ევროს, საერთო ევროპული ვალუტა 3,69 რუბლით გაძვირდა და ამჟამად 69,69 ნიშნულს მიაღწია.
წყარო: kommersant.ru

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები