„ისლამური ხალიფატის“ ტერორისტებმა სიკვდილით 2 ათასამდე ადამიანი დასაჯეს
„ისლამური ხალიფატის“ მებრძოლებმა მხოლოდ ნახევარი წლის განმავლობაში სირიაში სიკვდილით 2 ათასამდე ადამიანი დასაჯეს.
ასეთი მონაცემები სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის საიტმა „syriahr.com“ გამოაქვეყნა.
საიტის თანახმად, 2014 წლის 28 ივნისიდან 2014 წლის 27 დეკემბრამდე ბოევიკების მსხვერპლი 1175 ადამიანი გახდა. დაზუსტებული მონაცემების თანახმად მათ შორის 4 ბავშვი და 8 ქალბატონი გახლდათ. ობსერვატორიის მონაცემების თანახმად მშვიდობიან მოქალაქეებს თავი მოაჭრეს ან დახვრიტეს.
გარდა ამისა ტერორისტებმა სიკვდილით 500 ტყვეც დასაჯეს, რომლებიც სახელისუფლებო ძალებთან შეტაკებებისას დაატყვევეს.
ობსერვატორიის წარმომადგენელთა აზრით, დაღუპულების რეალური რიცხვი გაცილებით მეტი გახლავთ, ვიდრე ეს ოფიციალურ დოკუმენტებშია აღნიშნული.