პოროშენკომ ბლოკგარეშე სტატუსის გაუქმებას ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ უკრაინის ბლოკგარეშე სტატუსის გაუქმების კანონს ხელი მოაწერა. პოროშენკომ ეს 29 დეკემბერს გამართული პრეს–კონფერენციის მიმდინარეობისას გააკეთა. ამ ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
პოროშენკოს სიტყვებით, უკრაინა რიგ რეფორმებს გაატარებს იმისთვის, რომ ნატოს წევრ–სახელმწიფოების სტანდარტები დააკმაყოფილოს და მხოლოდ ამ შემდეგ მოხდება სახალხო განხილვაზე საკითხის გატანა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატოში შესვლის საკითხის რეფერენდუმის გასამართად უკრაინა მზად ხუთი–ექვსი წლის შემდეგ იქნება. გარდა ამისა, პოროშენკოს სიტყვებით, უკრაინა იმედოვნებს უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად აშშ–ს და ევროკავშირის მონაწილეობით ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებისთვის მიბრუნებას.