30 დეკემბერი

10:30
NEW
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე და ბათუმის „ურეხის“ წისქვილკომბინატის მეწილის მეუღლე დალი ბოლქვაძე საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. თემა: ყოფილი ხელისუფლების მიერ ბათუმელი ბიზნესმენისთვის ჩამორთმეულ სახლში მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით მოსამართლე ცხოვრობს, საქმეში ფიგურირებს აჭარის კუდის ყოფილი უფროსი პატარიძე. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:00
NEW
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საქსტატის დირექტორი მერი დაუშვილი და მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სამმართველოს უფროსი პაატა შავიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: „მიმართვა ლევან ყიფიანს და ფეხბურთის ფედერაციით დაინტერესებულ საზოგადოებას!“
11:30
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში საზოგადოევრივი მოძრაობა „ივერიის“ წარმომადგენელი ნიკა რურუა, რუსული მაუწყებლობის წინააღმდეგ პრესკონფერენციას გამართავს.
11:30
NEW
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას: პრესკლუბში ტრისტან წითელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.

11:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: აზარტული თამაშებისთვის სპეციალური ზონების შექმა და 2015 წელს მთავრობის მიერ საკანონმდებლო რეგულაციების განსაზღვრა.
12:00
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიის“ წარმომადგენელი ნიკა ვაშაკიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსული მაუწყებლობის შეჩერება საქართველოში.
12:00
NEW
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ჭიდაობის ფედერაციის ახლი პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველია პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23, საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
12:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე წლის შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავს.
12:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში „ჩვენი გზის“ წარმომადგენელი არჩილ ხარბედია „თავიუსუფალ თაობასთან„ დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

13:00
NEW
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, საინჟინრო მიმართულებით სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (ფაბ-ლაბს) გაიხსნება. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. მისამართი: ჩოლოყაშვილის 3/5

13:00-ზე არასამთავრობო ორგანიზაციის „პოზიცია“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი “პრაიმტაიმის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს, თემა: “სკანდალური დოკუმენტები – რა კავშირშია ენმ-ს ლობირებული არასამთავრობო ორგანიზაცია 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები