„ჰამასმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელში დაღუპული მოქალაქეების ბავშვები არ გაუშვა
„ჰამასის“ წარმომადგენლებმა ისრაელში ღაზას კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა შვილები არ გაუშვეს. ავტობუსი, რომელშიც 12-იდან 15 წლამდე 37 ბავშვი იმყოფებოდა ღაზას სექტორის საზღვარზე იყო გაჩერებული. გეგმის თანახმად, ბავშვებს ისრაელში პალესტინელი „ბოევიკების“ სარაკეტო სროლის შედეგად ყველაზე დაზარალებული არაბული დასახლებული პუნქტები, სკოლა და თელ-ავივის სანაპირო უნდა მოენახულებინა. ბავშვების გამგზვრება „ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის“ – მოძრაობის აქტივისტების მიერ იყო ორგანიზებული. პროგრამის მიხედვით ასევე მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ რამალას მონახულება და პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მაჰმუდ აბასთან შეხვედრა იყო დაგეგმილი. ბავშვების ერთკვირიანი ვიზიტი ისრაელის სპეცსამსახურებთან იყო შეთანხმებული.
მოძრაობა „ჰამასის“ წარმომადგენლების განცხადებით, მათ ბავშვების ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების პოლიტიკისგან დაცვა გადაწყვიტეს. მათი განცხადებით, მსგავსი გამგზავრება არასდროს არ განმეორდება. ამასთან, ისრაელის მხარის წარმომადგენლების თქმით, 3 კვირის წინ „ჰამასმა“ ბავშვების ისრაელში გამგზავრებაზე თანხმობა განაცხადა.