კადიროვი: ჩეჩნები პუტინის ნებისმიერი დავალების შესასრულებლად მზად არიან

 

   „ჩეჩენი ერი რუსეთის ინტერესებისა და მისი საზღვრების დასაცავად მზადაა“, – აღნიშნული განცხადება ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გააკეთა.
კადიროვმა რეგიონის უსაფრთხოების ძალებს ვლადიმერ პუტინის სპეციალური ქვეითი დანაყოფი უწოდა. შეხვედრა გროზნოში, სულთან ბელიმხანოვის სტადიონზე ჩატარდა.
„ამერიკამ და ევროპამ რუსეთს ეკონომიკური ომი გამოუცხადეს, რომლის მიზანი ქვეყანაში ქაოსისა და პანიკის შექმნაა. თუმცა, რუსი ხალხი ვლადიმერ პუტინის ირგვლივ გაერთიანდა, სადაც ჩეჩენ ხალხს ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს“, – განაცხადა კადიროვმა.
ჩეჩნეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს დავალებები, რომლის შესრულება მხოლოდ მოხალისეებს შეუძლიათ და რეგულარული არმია ჩართვას არ საჭიროებს.
რამზან კადიროვის თქმით, 15 წელია პუტინი ჩეჩენ ერს ეხმარება, რის გამოც ჩეჩნები რუსეთის ლიდერის ნებისმიერი დავალების შესასრულებლად მზად არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები