მალაიზიის დაკარგული ავიალაინერი Airbus A320 იავანის ზღვაში ჩავარდა

როიტერის ცნობით, მალაიზიური ავიალაინერი Airbus A320, რომლის ბორტზეც 144 მგზავრი იმყოფებოდა, იავანის ზღვაში ჩავარდა. ავიაკომპანიის ადმინისტრაცია აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს, რადგანაც მისი ადგილმდეობარეობა ჯერ დაუზუსტებელია.
„იმ შემთხვევაში, თუ ავიალაინერი ზღვაში ჩავარდა, მისი ადგილმდეობარეობის დადგენა საკმაოდ რთული იქნება. ეს პროცესი შეიძლება დროშიც გაიწელოს. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ინფორმაციით ავიალაინერი ამ წუთებში წყალქვეშ იმყოფება”,- განაცხადა მალაიზიის სამაშველო სამსახურის უფროსმა ბამანგ სოელისტომ.
შეგახსენებთ, რომ ავიალაინერი რეისით: სურაბაი – სინგაპური ინდონეზიის საჰაერო სივრცეში გუშინ, ინდონეზიის დროით 4:36 წუთზე გაუჩინარდა. ამინდის გაუარესების გამო მფრინავმა დანიშნულების შეცვლა მოითხოვდა. რადარებმა ავიალაინერის კვალი 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე აფრენიდან 40 წუთში დაკარგეს.
ბოლო ერთი წლის განმალობაში მალაიზიის ავიასივრცეში ეს თვითმფრინავის გაუჩინარების მეორე შემთხვევაა. ამა წლის მარტში კიდევ ერთი თვითმფრინავი დაიკარგა. კუალა ლამპური – პეკინის რეისზე 239 მგზავრი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები