აშშ–მ და ნატომ ავღანეთში სამხედრო მისია დაასრულეს
ქაბულში დღეს გაიმართა ცერემონია, რომელიც ავღანეთში აშშ–ს და ნატოს სამხედრო მისიის ფორმალურად დასრულებას ეძღვნებოდა.
ცერემონიისას ISAF–ში ნატოს სამხედრო მისიის მეთაურმა, გენერალმა ჯონ კემპბელმა დაუშვა ISAF–ის თეთრ–მწვანე დროშა და ახალი მისიის Resolute Support–ის დროშა აღმართა, რომლის მიზანიც უკვე ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის დახმარების აღმოჩენა იქნება.
ახალი მისიის განხორციელებაში მონაწილეობას 13 500 უცხოელი სამხედრო იღებს, რომელთა უმრავლესობაც ამერიკელები არიან.
შედარებისთვის 2010 წელს აშშ–ს სამხედროების და მათი მოკავშირეების რიცხვი ავღანეთის მისიაში 140 ათას წარმოადგენდა.
ავღანეთში სამხედრო მისიის არსებობის 13 წლის მანძილზე 3485 უცხოელი სამხედრო დაიღუპა, რომელთაგან 2224 ამერიკელია.
წყარო: svoboda.org