ინდონეზიის ვიცე–პრეზიდენტ: „ეარ აზიას“ დაკარგულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
ინდონეზიის ვიცე–პრეზიდენტმა იუსუფ კალამ განაცხადა, რომ მალაიზიური ავიაკომპანია „ეარ აზიას“–ს თვითმფრინავმა, რომელიც 28 დეკემბრის ღამეს დაიკარგა, სავარაუდოდ კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას „The Bangkok Post“–ი ავრცელებს.
„არსებობს იმის რწმუნებულება, რომ ლაინერი ჩამოვარდა“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე კალამ, რომელიც ასევე ინდონეზიის საძიებო სამაშველო ცენტრს ხელმძღვანელობს.
ამვე დროს მან ხაზი გაუსვა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, კონკრეტულად სად განიცადა ლაინერმა კატასტროფა, ამ ეტაპზე არ გააჩნიათ.
ავიაკომპანია „ეარ აზიას“–ს თვითმფრინავი „Airbus A320“ ინდონეზიის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურში მიფრინავდა. ლანერის ბორტზე 155 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის – 149 ინდონეზიელი, 3 სამხრეთ კორეის მოქალაქე და ასევე სინგაპურის, მალაიზიის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ეკიპაჟი 6 ინდონეზიის მოქალაქისგან და ერთი ფრანგისგან შედგებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით ლაინერი, სავარაუდოდ, ინდონეზიის კუნძულ ბელიტუნგთან ჩამოვარდა.