Air Asia-ს დაკარგული ავიალაინერის სამძებრო სამუშაოები შეწყდა

  ინდონეზიაში, დაკარგული ავიალაინერის სამძებრო სამუშაოები დაღამების გამო შეწყდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ინდონეზიის საჰაერო ძალების თვითმფრინავი და საზღვაო ძალების გემები, რომლებიც Air Asia-ს დაკარგული ავიალაინერის სამძებრო სამუშაოებში იყვნენ ჩართული, დაღამების გამო ბაზებზე დაბრუნდნენ.
შეგახსენებთ, რომ მალაიზიური კომპანია Air Asia-ს Airbus A320 იავანის ზღვასთან, ინდონეზიასა და სინგაპურს შორის დაიკარგა.
მალაიზიური ავიაკომპანია Air Asia-ს თვითმფრინავი, ინდონეზიის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურისკენ მიფრინავდა. თვითმფრინავში 162 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან 155 მგზავრია, ხოლო შვიდი – თვითმფრინავის ეკიპაჟი. მგზავრებს შორის 16 ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები