კიევში რადაში შეჭრა სცადეს, პრემიერის სახლთან კი აქცია გაიმართა
კიევში, ე.წ. ფინანსური მაიდანის აქტივისტებმა უკრაინის რადაში შეჭრა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება შენობის წინ განლაგებულმა პოლიციის კორდონმა არ მისცა.
როგორც უკრაინული მედია წერს, რამდენიმე ასეული აქტივისტი მთავრობის საგადასახადო პოლიტიკას აპროტესტებდა, ასევე ითხოვდნენ კომერციულ ბანკებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტას.
დღესვე აქცია გაიმართა უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის სახლთან. აქციის მონაწილე “ავტომაიდანის” აქტივისტებმა არსენი იაცენიუკს დაპირებები შეახსენეს. აქციის მონაწილეებმა პრემიერის სახლთან შემდეგი სახის პლაკატები გააკრეს: “რეფორმები, ან შუბლში ტყვია!”, “იმოქმედე, თორემ მოთმინება მთავრდება” და ა.შ.