ესპანეთში ქართველი კრიმინალები დააკავეს
ესპანეთში კრიმინალური დაჯგუფება “ლობენდას” ოთხი ქართველი წევრი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფების წევრები ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში ბინებს ძარცვავდნენ. მძარცველები საცხოვრებელ სახლებში იმ დროს შედიოდნენ, როცა იქ არავინ იმყოფებოდა.
სამოქალაქო გვარდიის განცხადებით, დაკავებულების ბინებიდან ამოიღეს რამდენიმე კილოგრამი მოპარული საიუველირო ნაკეთობა, კომპიუტერული მოწყობილობები, ყალბი დოკუმენტები, რევოლვერის ტყვიები და ბინის გასაღებად საჭირო ინსტრუმენტები.