როგორ აიძულა გოგა ონიანმა მოქალაქეს მარიხუანის ქონაზე ხელმოწერა?

  ადვოკატ გოგა ონიანის საქმის მთავარი მოწმის დავით შათირიშვილის განცხადებით, გოგა ონიანი 3 პირთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მისი დაკავების პროცესში. შათირიშვილის თქმით, პირადად ონიანმა დაუდო მას თეთრ ქაღალდში გახვეული მარიხუანა და დანაშაულის აღიარება აიძულა.
“მე ვმუშაობდი სარეკლამო კომპანიაში, ვასრულებდი მოვალეობებს. იმ დროს ვასრულებდი ბერა ივანიშვილის მაისურებზე შეკვეთას კლიპისთვის. გადავიღეთ ეს კლიპი, რის შემდეგაც მე უკანონოდ დამაპატიმრეს. წამიყვანეს გლდანი – ნაძალადევის პოლიციაში, სადაც ონიანმა შემიყვანა თავის კაბინეტში. მაგიდაზე თეთრ ქაღალდში გახვეული მარიხუანა დადო და მითხრა, შენ იცი, რაც მოგივა და რაც მოხდაო. მე გაურკვეველ ვითარებაში ვიყავი, თავადაც არ ვიცოდი, რაზე იყო საუბარი, რაზე დამაკავეს. მან მაჩვენა კლიპი, აი, ეს შენი დამზადებულია და საფრთხე შეექმნა ქვეყანასო. რა საფრთხე შეექმნა, არ უთქვამს. მან მითხრა, რა პრობლემები შეექმნებოდა ჩემს ოჯახს, რომ ჩემი და ჩემი მეუღლის სამსახურებიდან ამოიღებდნენ იგივე ნარკოტიკულ საშუალებებს. მე გამოსავალი არ მქონდა და ვარჩიე, იძულებით მეღიარებინა. ხელი მოვაწერე, ჯერ იზოლატოორში გადამიყვანეს, შემდეგ -გლდანის ციხეში”, – განაცხადა დავით შათირიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები