ამერიკა ავღანეთში ოპერაციას მომდევნო კვირას დაასრულებს

აშშ საბრძოლო მისიას ავღანეთში მომდევნო კვირას დაასრულებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.
„13 წელზე მეტხანს ჩვენ შეუწყვეტლივ ომის მდგომარეობაში ვიმყოფებოდით“, – განაცხადა ობამამ. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული კამპანიის წყალობით, ავღანელებს საკუთარი ქვეყნის აღდგენის შანსი გამოუჩნდათ, აშშ-ში კი უსაფრთხოების დონე ამაღლდა.
ობამამ ასევე აღიარა, რომ წინ კიდევ ელით რთული მისიები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის ერაყში, სადაც აშშ ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის.
შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში ტერაქტებზე საპასუხო ოპერაცია ავღანეთში 2001 წლის ოქტომბერში დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები