ტაილანდმა რუსეთში კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი სპორტსმენის დეპორტი მოახდინა
ტაილანდმა რუსეთში სპორტსმენ იგორ ჩერკესოვის დეპორტი მოახდინა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, კლასიკური სტილით ჭიდაობაში სპორტის ოსტატი მსხვილი ოდენობის დოპინგის კონტრაბანდაშია ბრალდებული. ეს ინფორმაცია ინტერპოლის ეროვნულმა ბიურომ გაავრცელა.
ჩერკესოვი საერთაშორისო ძებნა არანარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების – დოპინგის კონტრაბანდის ბრალდებით გამოცხადდა. ჩერკესოვი ტაილანდში 3 დეკემბერს დააკავეს.
ცნობისთვის, სავარაუდო დარღვევა 2009 წელს მოხდა. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ჩერკესოვი კი დააპატიმრეს. თუმცა შემდეგ „სამაგალითო საქციელის“ გამო სპორტსმენი გამოუშვეს.
„გამოსვლისთანავე ბრალდებული გაექცა დასჯას, რომელიც მას 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით ემუქრებოდა და ინტერპოლით მისი ძებნა გამოცხადდა“, – ნათქვამია რუსეთის შსს-ს განცხადებაში.